კვირა, 05 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 16:13

ახალი ამბები

რუსეთმა და სლოვენიამ "სამხრეთის ნაკადის" შესახებ კონტრაქტი გააფორმეს

ტექსტის ზომა - +
14.11.2009
რუსეთმა და სლოვენიამ გააფორმეს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, სლოვენიის ტერიტორიაზეც გაივლის „სამხრეთის ნაკადი“ - გაზსადენის პროექტი, რომელიც ბუნებრივი აირის რუსეთიდან ევროპისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. კონტრაქტს მოსკოვში მოაწერეს ხელი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა ბორუტ პაჰორმა. „სამხრეთის ნაკადი“, გეგმით, 2015 წელს უნდა ამოქმედდეს და რუსული გაზი შავი ზღვის ფსკერზე გავლით (უკრაინისთვის გვერდის ავლით) მიაწოდოს ევროკავშირს. გაზსადენის პროექტის განხორციელებას რუსეთის „გაზპრომი“ და იტალიის კომპანია „ენი“ აფინანსებენ. 
14 ნოემბერი 2009
14 ნოემბერი 2009

კალენდარი