შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 10:10

ახალი ამბები

თურქეთის სამოქალაქო და სამხედრო ლიდერებმა დაძაბულობის განმუხტვაზე მოილაპარაკეს

ტექსტის ზომა - +
25.02.2010
თურქეთის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და სამხედრო ლიდერმა დღეს განაცხადეს, რომ „კონსტიტუციური წესრიგის“ ფარგლებში უნდა მოგვარდეს დაძაბულობა, რომელიც მთავრობის დამხობის მცდელობაში ბრალდებით, მაღალი რანგის სამხედრო პირების დაპატიმრებას მოჰყვა. ამ შინაარსის განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა, პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და სამხედრო სარდალმა, გენერალმა ილკერ ბასბურმა გააკეთეს კრიზისზე მოსალაპარაკებლად გამართული სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ. ბოლოხანს თურქეთში ათობით სამხედრო პირი დააკავეს 2003 წელს ერდოანის მთავრობის დამხობაში ბრალდების საფუძველზე. 20 მათგანს, რომელთა შორის ხუთი ადმირალი და სამი გენერალია, ბრალდებები წაუყენეს და წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. დაპატიმრების ტალღამ დაძაბა ურთიერთობა სეკულარიზმის მომხრე სამხედროებსა და ერდოანის პარტიას შორის, რომელიც პოლიტიკურ ისლამს ეფუძნება.
25 თებერვალი 2010
25 თებერვალი 2010

კალენდარი