შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 09:58

ახალი ამბები

ავღანეთში ძალადობის შედეგად დღეს ცხრა ადამიანი დაიღუპა

ტექსტის ზომა - +
01.03.2010
ავღანეთში დღეს სხვადასხვა იერიშის შედეგად ოთხი უცხოელი ჯარისკაცი და ხუთი ავღანელი დაიღუპა. ნატოს მიერ მართული მრავალეროვანი ძალების განცხადებით, მისი ორი ჯარისკაცი დასავლეთ ავღანეთში, ერთი კი სამხრეთში დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული იერიშებისას. კოალიციის ინფორმაციით, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაართან მოწყობილმა იერიშმა. ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ აგრეთვე, რომ თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ავღანელი სამოქალაქო პირი.
01 მარტი 2010
01 მარტი 2010

კალენდარი