შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 10:15

ახალი ამბები

აფეთქებებმა ერაყის ქალაქ ბაყუბაში ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ტექსტის ზომა - +
03.03.2010
ერაყის ქალაქ ბაყუბაში ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელების მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად. ბაყუბა ცენტრალურ ერაყში მდებარეობს. აფეთქებები წინ უსწრებს ერაყში 7 მარტის საპარლამენტო არჩევნებს - მეორე არჩევნებს მას შემდეგ, რაც 2003 წელს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შედეგად, პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ხელისუფლება დაამხეს. პოლიცია როგორც იუწყება, დღევანდელი იერიშების შედეგად, სულ ცოტა, 29 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა. ამავე წყაროს ცნობით, პირველი ორი აფეთქება პოლიციის სადგურისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შენობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მომდევნო აფეთქება კი ბაყუბის მთავარ საავადმყოფოსთან მოეწყო, როცა იქ წინა ორი აფეთქების შედეგად დაჭრილები მიიყვანეს.
03 მარტი 2010
03 მარტი 2010

კალენდარი