შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 10:20

ახალი ამბები

პალესტინელების ლიდერები ისრაელთან მოლაპარაკებას დათანხმდნენ

ტექსტის ზომა - +
07.03.2010
პალესტინელების ლიდერები თანახმა არიან, დაიწყონ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკება შეერთებული შტატების შუამავლობით. ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღეს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე. ორგანიზაციის გენერალური მდივნის, აბედ რაბოს განცხადებით, მოლაპარაკება ოთხი თვით შემოიფარგლება. განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა ამერიკელი შუამავალი, ჯორჯ მიჩელი იერუსალიმში ხვდებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ხვალ კი რეგიონში ვიზიტს იწყებს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. ისრაელთან მოლაპარაკება პალესტინელებმა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც ისრაელმა 2008 წლის მიწურულს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზის სექტორში.
07 მარტი 2010
07 მარტი 2010

კალენდარი