შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 09:59

ახალი ამბები

მოლდავეთის ლიდერი პარლამენტს დაითხოვს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს

ტექსტის ზომა - +
08.09.2010
მოლდავეთის მოქმედი პრეზიდენტი მიხაი გიმპუ აპირებს, გასცეს ბრძანებულება პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. გიმპუმ დღეს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა ამ გეგმასთან დაკავშირებით ოფიციალური თანხმობა, რომელსაც მომავალ კვირაში, 14 სექტემბრისთვის მოელის. გიმპუს განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოლდავეთში ჩატარდა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელსაც პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეეცვალა. მაგრამ რეფერენდუმი არშემდგარად გამოცხადდა მასში მეტისმეტად ცოტა ამომრჩევლის მონაწილეობის გამო. დღეს მოლდავეთის მმართველმა კოალიციამ განაცხადა, რომ სურს, არჩევნები 21 ნოემბერს დაინიშნოს. მოლდავეთს უკვე წელიწადზე მეტია, არა ჰყავს პრეზიდენტი, რადგან კომუნისტური პარტიის წევრებმა რამდენჯერმე ჩაშალეს მმართველი კოალიციის მცდელობა, მათი კანდიდატი, მარიან ლუპუ აერჩიათ პრეზიდენტის პოსტზე.
08 სექტემბერი 2010
08 სექტემბერი 2010

კალენდარი