შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 10:33

ახალი ამბები

ბან კი მუნმა გაეროს სამიტი გახსნა

ტექსტის ზომა - +
20.09.2010
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დღეს გახსნა მსოფლიოს ლიდერების სამდღიანი სამიტი, რომელიც მილენიუმის განვითარების ამოცანების განხილვას ეძღვნება. 140-ზე მეტი ქვეყნისა და მთავრობის ლიდერები 2015 წლისათის მილენიუმის ამოცანების გადაჭრის ახალი სტრატეგიები განიხილონ. 8 ამოცანა გაერომ ათი წლის წინ დასახა. მათ შორისაა უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, განათლების გაუმჯობესება და შიდსის გავრცელების შეფერხება. გაეროს წარმომადგენლების განცხადებით ამოცანათა ნაწილის გადაჭრა 2015 წლამდე ძალიან რთული, თუ არა შეუძლებელი იქნება.
20 სექტემბერი 2010
20 სექტემბერი 2010

კალენდარი