შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 10:16

ახალი ამბები

ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელად დაინიშნა სოსო ლიპარტელიანი

ტექსტის ზომა - +
22.09.2010
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - სოსო ლიპარტელიანი, რომელმაც ამ პოსტზე ამირან ტოტიკაშვილი შეცვალა. ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე ლიპარტელიანს სრული ნდობა გამოუცხადეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სოსო ლიპარტელიანმა ძიუდოისტების ახალგაზრდულ ნაკრებთან რამდენიმეთვიანი მუშაობითა და მიღწეული წარმატებებით დაამტკიცა, რომ ძლიერი მწვრთნელია. დღესვე ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ოფიციალურად დააკმაყოფილა ფედერაციის პრეზიდენტის, დილარ ხაბულიანის განცხადება გადადგომის შესახებ. ფედერაციის ახალ პრეზიდენტს წლის ბოლომდე აირჩევენ, მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობას ხაბულიანის პირველი მოადგილე გიორგი ალექსიძე შეასრულებს.
22 სექტემბერი 2010
22 სექტემბერი 2010

კალენდარი