კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:07

ახალი ამბები

ნორვეგიელი მასობრივი მკვლელი შეურაცხადად გამოაცხადეს

ტექსტის ზომა - +
29.11.2011
ნორვეგიის მედიის ცნობით, ნორგვეგიელი მასობრივი მკვლელის, ანდერს ბერინგ ბრეივიკის ფსიქიატრიული შემოწმების შესახებ დასკვნით, ის, იმ მომენტში, როცა, წელს, 22 ივლისს,  დანაშაული ჩაიდინა,  რასაც 77 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა,  შეურაცხადი იყო.  ცნობით, 240 გვერდიან დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრეივიკს აწუხებდა „ფსიქოზი“,  რასაც შეეძლო მისი განსჯის უნარზე ზემოქმედება. ბრეივიკს პასუხისმგებლბა ეკისრება ავტომანქანის აფეთქებაში, რასაც რვა ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მანვე, ამ აფეთქების შემდეგ, მიაშურა ახალგაზრდულ ბანაკს, სადაც ავტომატური იარაღით დახოცა 69 ადამიანი. ფსიქიატრიული დასკვნის თანახმად, თუკი ეს დადასტურდა, ბრეივიკს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ და არა საპატიმროში.
29 ნოემბერი 2011
29 ნოემბერი 2011

კალენდარი