ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც მან პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ვრცელი საქებარი სიტყვა მიუძღვნა.
იტალიელმა პროკურორებმა ისრაელის ეროვნული უშიშროების ულტრამემარჯვენე მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის მიმართ გამოძიება დაიწყეს.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი მედიასთან მოკლე კომენტარით გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრ ჯო უილსონს, რომლის ინიციირებული აქტიც, - საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი, - წუხელ წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.
ევროკომისია მზადაა, წარადგინოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც მის ენერგეტიკულ სექტორს, ბანკებსა და ასევე, მეთევზეობას შეეხება. ინფორმაცია 9 ივნისს დაადასტურა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა ზურაბ ბურდულს, რომელმაც შარშან სექტემბერში კასპში ყოფილი ცოლი დაჭრა და შემდეგ მის დაწვას შეეცადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს „კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, რომელიც განახორციელებს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვას“.
4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე 8 დემონსტრანტს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. როგორც დღეს, 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გახდა ცნობილი, ესენი არიან:
ქართველი წიგნის ქურდების მიერ ევროპული ბიბლიოთეკების ძარცვის ამბავმა დასავლური მედიის ყურადღება 2024 წელს მიიპყრო - თავად წიგნის ქურდობები 2022 წლიდან იწყება. გამოძიების მასალების მიხედვით, მოპარულია რამდენიმე მილიონის ღირებულების რარიტეტული გამოცემები, მათგან მხოლოდ რამდენიმეა ნაპოვნი.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ევროპულ ბიუროკრატიასა" და "ადგილობრივ აგენტურაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს" ის, რომ "ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით"
თითქმის სამი წლისთავზე საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის მიღებიდან, ორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ურთიერთობების გაღრმავების მიზნით გადავიდნენ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ეტაპზე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა ბრიფინგი, რომელზეც ვრცელი საქებარი სიტყვა მიუძღვნა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მისი როლი განსაკუთრებული აქცენტით წარმოაჩინა.
ჩამოტვირთე მეტი