ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:11

ახალი ამბები

შეწყალების კომისიამ 73 მსჯავრდებულის თხოვნა დააკმაყოფილა

ტექსტის ზომა - +
25.12.2011
პატიმართა შეწყალების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა 73 მსჯავრდებულის სახელზე. ამ ჯგუფიდან 10 პატიმარს სასჯელი უნდა გაუნახევრდეს, დანარჩენები კი საახალწლოდ უნდა გათავისუფლდნენ. საინფორმაციო სააგენტო "პირველი" იუწყენა, რომ შეწყალებულთა შორის 15 ქალი და ერთი არასრულწლოვანი გოგონაა. სხდომაზე სულ 139 განაცხადი განიხილეს. კომისიის წევრთა რეკომენდაციას ახლა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
25 დეკემბერი 2011
25 დეკემბერი 2011

კალენდარი