Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი უკრაინას იულია ტიმოშენკოს განთავისუფლებისაკენ მოუწოდებს


აშშ-ი მოუწოდებს უკრაინას გაათავისუფლოს საპატიმროდან ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც უარი ეთქვა აპელაციაზე. თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით კიევის სასამართლომ, ოქტომბრის თვეში ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ მარკ ტონერმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულია“ სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით. „ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, რომ საპატიმროდან გაანთავისუფლოს იულია ტიმოშენკო და უკრაინის მთავრობის სხვა ყოფილი წევრები“, - განაცხადა მარკ ტონერმა.
XS
SM
MD
LG