ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:40

ახალი ამბები

თალიბანი წარმომადგენლობას გახსნის კატარში

ტექსტის ზომა - +
03.01.2012
ავღანელმა თალიბებმა განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას კატარის ხელისუფლებთან, რომ ამ ქვეყანაში გახსნიან თავიანთ "პოლიტიკურ წარმომადგენლობას".  ერთ-ერთი მთავარი მიზანი უცხოეთში ოფისის გახსნისა, თალიბანის წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, კერძოდ აშშ-თან,  დიალოგის დაწყებაა, ავღანეთში მშვიდობის დამყარების მიზნით. ერთ-ერთ ისლამისტურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ ავღანეთის ხელისუფლებასთან სამშვიდობო მორიგების დამყარების პირობაა, ტერორიზმში ევჭმიტანილი და გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე, კუბაზე, აშშ-ის სატუსაღოში მყოფი თალიბების განთავისუფლება. დასავლეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკება სურს, პირობით, თუკი  ისინი უარს იტყვიან შეიარაღებულ ბრძოლაზე.
03 იანვარი 2012
03 იანვარი 2012

კალენდარი