ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 12:32

ახალი ამბები

ესპანეთი საქართველოს „კანონიერ ქურდ“ შუშანაშვილს გადასცემს

ტექსტის ზომა - +
05.01.2012
ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. გაზეთ „ელ პაისის“ თქმით საუბარია კახაბერ შუშანაშვილზე, რომელიც „რუსულ-ქართული მაფიოზური დაჯგუფების“ ერთ-ერთ თავკაცად ითვლება. შუშანაშვილი 2010 წლის მარტში კატალონიაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის დროს დააკავეს. შუშანაშვილის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებამ ესპანეთს 2011 წლის აპრილში მიმართა თხოვნით. გამოძიების მონაცემებით შუშანაშვილი, რომელიც საქართველოდან 2005 წელს გაიქცა, მრავალი წლის განმავლობაში „სკაიპის“ გამოყენებით აკონტროლებდა კრიმინალურ დაჯგუფებებს არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები კახაბერ შუშანაშვილის სალონიკში მცხოვრები თანამოქალაქისაგან 40 ათასი ევროს გამოძალვაში სდებენ ბრალს.
05 იანვარი 2012
05 იანვარი 2012

კალენდარი