ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 12:14

ახალი ამბები

დამასკში გაიმართა აფეთქების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია

ტექსტის ზომა - +
07.01.2012
შაბათს სირიაში გაიმართა დამასკის ცენტრში პარასკევს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული 26 ადამიანის დაკრძალვის ცერემონია. მისი მონაწილეები, რომლებმაც მარშით გაიარეს ქალაქში, პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდამჭერ ლოზუნგებს გაიძახდნენ. ქვეყნის ხელისუფლება აფეთქებისთვის პასუხისმგებლობას „ტერორისტებს“ აკისრებს და მკაცრ ზომებს უქადის ყველას, ვინც შეეცდება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. სირიის ოპოზიცია, რომელიც გასული წლის მარტიდან მოყოლებული ითხოვს პრეზიდენტ ასადის გადადგომას, აცხადებს, რომ ტერაქტი მთლიანად სპეცსამსახურების მიერ იყო ინსცენირებული. და რომ დაღუპულებად ასაღებენ იმათ, ვინც ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს იქნა მოკლული. არაბულმა ლიგამ, რომლის მეთვალყურეებიც იმყოფებიან ამჟამად სირიაში, განაცხადა, რომ დამასკმა არ შეასრულა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტის თაობაზე საერთაშორისო გეგმის პირობები.
07 იანვარი 2012
07 იანვარი 2012

კალენდარი