ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:06

ახალი ამბები

იტალიური ლაინერის გემბანზე მაშველებმა გვამები აღმოაჩინეს

ტექსტის ზომა - +
15.01.2012
იტალიურ სამგზავრო ლაინერ „კოსტა კონკორდიას გემბანზე მაშველებმა კიდევ ორი დაღუპული ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. ამგვარად კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დღეს დილით კი მაშველებმა გადაარჩინეს ეკიპაჟის ერთი ფეხმოტეხილი წევრი და სამხრეთკორეელი ცოლ-ქმარი, რომლებიც კაიუტაში იყვნენ ჩაკეტილნი. უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ჩვიდმეტამდე შემცირდა. სულ კი „კოსტა კონკორდიას“ გემბანზე. ლაინერი, რომლის გემბანზეც 4300 ადამიანი იმყოფებოდა, პარასკევს ტირენის ზღვის სანაპიროზე მეჩეჩზე დაჯდა. დაკავებულია გემის კაპიტანი და მისი პირველი თანაშემწე.

კალენდარი