საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი მედიასთან მოკლე კომენტარით გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრს, ჯო უილსონს, რომლის ინიციირებული აქტიც, - საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი, - წუხელ წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.
ევროკომისია მზადაა, წარადგინოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც მის ენერგეტიკულ სექტორს, ბანკებსა და ასევე, მეთევზეობას შეეხება. ინფორმაცია 9 ივნისს დაადასტურა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა ზურაბ ბურდულს, რომელმაც შარშან სექტემბერში კასპში ყოფილი ცოლი დაჭრა და შემდეგ მის დაწვას შეეცადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს „კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, რომელიც განახორციელებს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვას“.
4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე 8 დემონსტრანტს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. როგორც დღეს, 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გახდა ცნობილი, ესენი არიან:
ქართველი წიგნის ქურდების მიერ ევროპული ბიბლიოთეკების ძარცვის ამბავმა დასავლური მედიის ყურადღება 2024 წელს მიიპყრო - თავად წიგნის ქურდობები 2022 წლიდან იწყება. გამოძიების მასალების მიხედვით, მოპარულია რამდენიმე მილიონის ღირებულების რარიტეტული გამოცემები, მათგან მხოლოდ რამდენიმეა ნაპოვნი.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ევროპულ ბიუროკრატიასა" და "ადგილობრივ აგენტურაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს" ის, რომ "ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით"
თითქმის სამი წლისთავზე საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის მიღებიდან, ორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ურთიერთობების გაღრმავების მიზნით გადავიდნენ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ეტაპზე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა ბრიფინგი, რომელზეც ვრცელი საქებარი სიტყვა მიუძღვნა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მისი როლი განსაკუთრებული აქცენტით წარმოაჩინა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის მთავრობას შესთავაზა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენონ 2,4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, რომელიც რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა მიიღო ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ჩელსის“ გაყიდვის შედეგად.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც საქართველოდან გააძევეს, აზერბაიჯანში დააკავეს იმაზე საქმეზე, რომლის საფუძველზეც მის ექსტრადიციას ითხოვდნენ, - აცხადებს მისი ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე.
ჩამოტვირთე მეტი