ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:05

ახალი ამბები

საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა ადრიატიკის ზღვაში მომხდარ კატასტროფას

ტექსტის ზომა - +
16.01.2012
საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში საქართველოს საელჩოსგან ელის დაზუსტებულ ინფორმაციას ადრიატიკის ზღვაში მომხდარი კატასტროფის შესახებ. თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს ორი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დაიღუპნენ თურქეთის კუთვნილ ტანკერზე, რომელიც 15 იანვარს, ბორტზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ჩაიძირა ალბანეთის ქალაქ დურესის სანაპიროსთან. ამავე წყაროთა ინფორმაციით, მაშველებმა გადაარჩინეს ეკიპაჟის 12 წევრი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. თურქული მედიის ინფორმაციით,  აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ  ტანკერიდან უკვე გადატვირთული იყო 3 ათასი ტონა საწვავი, რომელიც  გემმა ალბანეთის ქალაქ დურესში ჩაიტანა.
16 იანვარი 2012
16 იანვარი 2012

კალენდარი