კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:52

ახალი ამბები

ნატოს ლიდერი რუსეთს მოუწოდებს, ფულს ნუ გაფლანგავს კალინინგრადში

ტექსტის ზომა - +
19.01.2012
ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს მოუწოდებს, უარი თქვას სამხედრო პოზიციის გაძლიერებაზე ალიანსის საზღვრებთან, კალინინგრადში, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის ფინანსური რესურსების „ფლანგვა“. რუსეთი აცხადებს, რომ კალინინგრადის ოლქში, რომელიც  ესაზღვრება ნატოს წევრებს, ლიტვასა და პოლონეთს,  განათავსებს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებს, რადგან ვერ შეძლო ნატოსთან შეთანხმება ალიანსის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე. როგორც რასმუსენმა ხუთშაბათს, ვილნიუსში უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთის გეგმები მიმართულია არარსებული მტრის წინააღმდეგ. ხოლო ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გამოთქვა შეფასება, რომ რუსეთის ქმედება „არ განამტკიცებს ნდობას ნატოსა და რუსეთს შორის“.
19 იანვარი 2012
19 იანვარი 2012

კალენდარი