შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:18

ახალი ამბები

აშშ-ი ტერაქტში ეჭვმიტანილი უზბეკი დევნილი დააკავეს

ტექსტის ზომა - +
23.01.2012
აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, დააკავეს უზბეკი დევნილი, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ საზღვარგარეთ მიემგზავებოდა ისლამისტურ ტერორისტულ ჯგუფში გასაწევრიანებლად. 35 წლის ჯამშიდ მუჰტაროვი ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ეჭვმიტანილი, რომელიც მოქმედებდა სხვა სახელებით, აპირებდა შეერთებოდა პაკისტანში არსებულ ისლამური ჯიჰადურ კავშირს, ექსტრემისტულ ორგანიზაციას, რომელიც უზბეკეთის სეკულარული, ავტორიტარული ხელისუფლების შეცვლას ისლამისტებით ცდილობს. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ეჭვმიტანილ უზბეკ დევნილს 250 ათასი დოლარის გადახდა და 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
23 იანვარი 2012
23 იანვარი 2012

კალენდარი