კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:30

ახალი ამბები

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში გააუქმეს საგანგებო მდგომარეობა

ტექსტის ზომა - +
31.01.2012
ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში გააუქმეს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში დააწესეს გაფიცვის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების შემდეგ. ძალადობის შედეგად ჟანაოზენში დაიღუპა 16 ადამიანი. გაფიცვაში მონაწილეობდნენ ნავთობმრეწველობის მუშები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქიდან გაიყვანეს უშიშროების ჯარების საგანგებო შენაერთები, თუმცა, ქუჩებში კვლავაც ბევრი პოლიციელი რჩება. საგანგებო მდგომარეობას ჟანაოზენში, თავდაპირველი გეგმით, 5 იანვრამდე უნდა ემოქმედა, მაგრამ პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ვადა გააგრძელა 31 იანვრამდე. ნაზარბაევმა ჯერ ექსტრემისტებს დააკისრა ჟანაოზენში ძალადობაზე პასუხისმგებლობა, თუმცა, მოგვიანებით სამსახურებიდან დაითხოვა რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური პირი გაფიცვებთან დაკავშირებული ენერგოკომპანიებიდან.
31 იანვარი 2012
31 იანვარი 2012

კალენდარი