ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:14

ახალი ამბები

რუსეთის წარმომადგენლის თქმით, ნატოს ანტი-სარაკეტო სისტემის შესახებ მოლაპარაკებები „ჩიხშია“

ტექსტის ზომა - +
06.02.2012
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ევროპაში განსათავსებელი, ანტი-სარაკეტო სისტემის პროექტის შესახებ ნატოსთან მოლაპარაკებებში მთავარი წარმომადგენელი, ანატოლი ანტონოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკება „ჩიხშია“ შესული.  გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცეულ ინტერვიუში ანტონოვი აკრიტიკებს ანტისარაკეტო სისტემის შესახებ დასავლეთის წინადადებებს - მათ „ბუნდოვანს“ უწოდებს და დასძენს, რომ ევროპულ ანტი-სარაკეტო სისტემაში რუსეთის მონაწილეობის საკითხი „არც კი განიხილება“. ანტონოვმა ამ პროექტს რუსეთის უსაფრთხოებისთვის მთავარი საშიშროება უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, გამოვიდეს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულებიდან, ანუ START-იდან, რომელსაც ხელი 2010 წელს ვაშინგტონში მოაწერეს. ანტონოვმა ამ განცხადებებით გაიმეორა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ 4 თებერვალს გამოთქმული მოსაზრებები. ლავროვმა ვაშინგტონი გააკრიტიკა - მისი თქმით, აშშ-მა ვერ შესძლო იმის დამტკიცება, რომ ჩაფიქრებული სისტემა რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების დასუსტებისკენ არ იქნება მიმართული.
06 თებერვალი 2012
06 თებერვალი 2012

კალენდარი