თითქმის სამი წლისთავზე საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის მიღებიდან, ორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ურთიერთობების გაღრმავების მიზნით გადავიდნენ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ეტაპზე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა ბრიფინგი, რომელზეც ვრცელი საქებარი სიტყვა მიუძღვნა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მისი როლი განსაკუთრებული აქცენტით წარმოაჩინა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის მთავრობას შესთავაზა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენონ 2,4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, რომელიც რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა მიიღო ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ჩელსის“ გაყიდვის შედეგად.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც საქართველოდან გააძევეს, აზერბაიჯანში დააკავეს იმაზე საქმეზე, რომლის საფუძველზეც მის ექსტრადიციას ითხოვდნენ, - აცხადებს მისი ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე.
სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა უკრაინის ხარკოვის ოლქზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად. ოლქის პროკურატურის ცნობით, დაღუპულებს შორისაა ორსული. დაშავებული არიან ბავშვებიც.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.
ნავთობკომპანია „ფრონტერას“ დამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი დაუკავშირდა აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონს, - რომელიც „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკოსი და საქართველოზე არაერთი ინიციატივის ავტორია, - და მას საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და „შუა დერეფანში“ ქვეყნის როლზე საუბარი შესთავაზა.
რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა ოკუპირებული ყირიმისკენ მიმავალი მატარებლების რეისები მას მერე, რაც უკრაინის დრონმა ლოკომოტივი გამოიყვანა წყობიდან. ამით კიდევ უფრო გაუარესდა ვაჭრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ისედაც საწვავის ღრმა დეფიციტია.
ოკუპირებული აფხაზეთის მედია, Апсны Иахьа ავრცელებს რუსეთის მოქალაქის ვიდეომიმართვას, რომელიც ბოდიშს იხდის 1 ივნისს საქართველოს დროშის მქონე ქუდით გაგრაში გამოჩენის გამო.
მწერალი და სამხედრო რეპორტიორი ბექა ქურხული ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნების დროს მას საზღვარზე პრობლემებს უქმნიან. ასე მოხდა დღესაც, როცა ის ბულგარეთში გამართული „შავი ზღვის ლიტერატურული ფესტივალიდან“ საქართველოში კოლეგა მწერლებთან ერთად ბრუნდებოდა.
ჩამოტვირთე მეტი