პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 16:17

ახალი ამბები

”კომერსანტი” - პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებული ასახელებს შემკვეთებს

ტექსტის ზომა - +
29.02.2012
გაზეთი ”კომერსანტი” წერს, რომ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებულმა დმიტრი პავლიუჩენკოვმა, რომელიც შსს-ს ყოფილი ჩინოვნიკია, მკვლელობის შემკვეთებად ჩეჩენ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი ახმედ ზაკაევი და ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი დაასახელა. პოლიტკოვსკაიას ახლობლებს არ სჯერათ პავლიუჩენკოვის ჩვენების და მას უსაფუძვლოდ თვლიან. ”ინტერფაქსს” ანა პოლიტკოვსკაიას ვაჟმა ილიამ უთხრა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის მოტივით ბრალდებული ყველაფერს იტყვის. ასეთივე მოსაზრება გამოთქვა ”ნოვაია გაზეტას” მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმაც. ”ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის ოქტომბერში მოსკოვში მოკლეს.
29 თებერვალი 2012
29 თებერვალი 2012

კალენდარი