კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:15

ახალი ამბები

აშშ: ჩრდილოეთი კორეა დათანხმდა ბირთვული პროგრამის შეწყვეტას

ტექსტის ზომა - +
29.02.2012
შეერთებული შტატების განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა თანახმაა, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება და მორატორიუმი გამოაცხადოს ბირთვული და გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტების გამოცდაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა ასევე დათანხმდა ქვეყანაში გაეროს ექსპერტების შეშვებას ურანის გამდიდრებაზე გამოცხადებული მორატორიუმის შესამოწმებლად და იონბიონის ბირთვული რეაქტორის დემონტაჟის დასადასტურებლად. აშშ-ის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადებით, ამერიკელი და ჩრდილოეთკორეელი ოფიციალური პირები გამართავენ შეხვედრას, რათა დაასრულონ მუშაობა ჩრდილოეთ კორეისათვის სასურსათო დახმარების მიწოდების დეტალებზე. შეერთებული შტატების დღევანდელი განცხადება მოჰყვა ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრას, რომელიც თებერვალში პეკინში გაიმართა.
29 თებერვალი 2012
29 თებერვალი 2012

კალენდარი