შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 01:17

ახალი ამბები

თურქეთის სასამართლომ გაათავისუფლა ოთხი ჟურნალისტი

ტექსტის ზომა - +
12.03.2012
ორშაბათს თურქეთის სასამართლომ საპატიმროდან  გაათავისუფლა ოთხი თურქი ჟურნალისტი, რომლებიც მოელიან პროცესს ბრალდებით, რომ მონაწილეობდნენ შეთქმულებაში მთავრობის დამხობის მიზნით. აჰმედ სიქი, ნედიმ სენერი, საით ჩაქირი და ჩოსქუნ მუსლუქი შარშან დააპატიმრეს დ ბრალად წაუყენეს  სეკულარისტთა საინტერნეტო ქსელისთვის დახმარების გაწევა. ქსელი "ერგენექონი" თითქოს გეგმავდა თავდასხმებს და აფეთქებებს, ისლამური ფესვების მქონე მთავრობის დესტაბილიზების და სამხედრო გადატრიალების მოწყობის მიზნით. ჟურნალისტებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუ ისინი დამნაშვედ სცნეს. კრიტიკულად განწყობილი მიმომხილველები თვლიან, რომ მთავრობა ამ საქმეს ოპოზიციის და კრიტიკული მედიის ჩასახშობად იყენებს. ჯგუფის ერთმა წევრმა, ნედიმ სენერმა "მსოფლიო პრესის გმირის" პრემია მიიღო 2010 წელს წიგნისთვის, რომელშიც თურქი, ეთნიკურად სომეხი ჟურნალისტის, ჰრანტ დინკის მოკვლა უშიშროების ძალებს დააბრალა.
12 მარტი 2012
12 მარტი 2012

კალენდარი