ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 01:12

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას დაესწრო

ტექსტის ზომა - +
18.03.2012
საქართველომ მოკრძალებული სახსრების პირობებში, შეიარაღებული ძალების მომზადებაში სერიოზულ პროგრესს მიაღწია, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა, სადაც იგი აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლება „ეჯაილ სპირიტს“ დაესწრო. პრეზიდენტის თქმით, დამატებით 400 ჯარისკაცი გაიწვრთნა მსოფლიოს საუკეთესო საჯარისო შენაერთან ერთად და ეს გამოცდილება ათწლეულების განმავლობაში დარჩება ქართულ საბრძოლო ტრადიციაში. ერთობლივ წვრთნებში ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები „წარმოსახული მეამბოხეების“ წინააღმდეგ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების თავსებადობას შეისწავლიან. თუმცა, სამშვიდობო შინაარსის მანევრებმა საკმაოდ შეაშფოთა რუსეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხედრო სწავლებას  „პროვოკაციული“უწოდა და, როგორც თავად განაცხადა, „სერიოზულად დააყენა ამ სწავლების საკითხი 12 მარტს ჰილარი კლინტონთან გამართულ შეხვედრაზე.“
18 მარტი 2012
18 მარტი 2012

კალენდარი