ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 07:19

ახალი ამბები

რუსეთში აშშ-ის ელჩი გაოცებულია ტელეკომპანია ენ-ტე-ვეს ჟურნალისტების ყურადღებით

ტექსტის ზომა - +
30.03.2012
რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი, მაიკლ მაკფოლი გაოცებულია იმით, რომ ტელეკომპანია ენ-ტე-ვეს ჟურნალისტებმა ზედმიწევნით კარგად იციან მისი შეხვედრების გრაფიკი. ამ საკითხზე მაკფოლი წერს სოციალურ ქსელ ტვიტერით გავრცელებულ შეტყობინებებში. მისი თქმით, ენ-ტე-ვეს გადამღები ჯგუფები და მათი თანმხლები აქტივისტები აღმოჩნდებიან ხოლმე იქ, სადაც მიდის შეერთებული შტატების ელჩი, მიუხედავად იმისა, რომ საელჩო არ აქვეყნებს ინფორმაციას მის სამუშაო შეხვედრებზე. მაიკლ მაკფოლი წელს, 14 იანვარს შეუდგა რუსეთში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებას. ამის შემდეგ ცოტა ხანში, ის შეხვდა მოსკოვში საპროტესტო აქციების „პატიოსანი არჩევნებისათვის“ ორგანიზატორებსაც.
29 მარტი 2012
29 მარტი 2012

კალენდარი