კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:12

ახალი ამბები

კოფი ანანი მოითხოვს სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას

ტექსტის ზომა - +
30.03.2012
სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი სირიის პრეზიდენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა, რასაც ითვალისწინებს სირიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად შემუშავებული სამშვიდობო გეგმა. ანანის ამ მოწოდებამდე, სირიის მთავრობის ჯარებმა პარასკევს, როგორც იუწყებიან, ისევ დაბომბეს ქალაქი ჰომსი, სადაც ძლიერია მეამბოხეების პოზიცია. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ამბობს, რომ ემხრობა სამშვიდობო გეგმას, მაგრამ ანანის პრესმდივნის თქმით, ანანს სურს, სირიის მთავრობამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა. გაეროს მონაცემებით, სირიაში 9000-ზე მეტი ადამიანია მოკლული ერთი წლის წინ დაწყებული დაპირისპირების შედეგად.
30 მარტი 2012
30 მარტი 2012

კალენდარი