Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი: 12-13 აპრილს სტამბოლში გაიმართება ირანისა და ექვსი სახელმწიფოს შეხვედრა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შაბათს განაცხადა, რომ ირანი და ექვსი სახელმწიფო შეთანხმდნენ, 13-14 აპრილს სტამბოლში გამართონ შეხვედრა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს განცხადება კლინტონმა გააკეთა საუდის არაბეთში, რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე. მსგავსი შეხვედრა ირანსა და ექვს სახელმწიფოს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და ჩინეთს შორის - სტამბოლში გაიმართა 2011 წლის იანვარში. მაშინ მხარეებმა დღის წესრიგის თაობაზე შეთანხმებაც კი ვერ შეძლეს.
XS
SM
MD
LG