Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში დააკავეს არასანქცირებული აქციების ათობით წევრი


შაბათს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში დააკავეს შეკრების თავისუფლების თაობაზე კონსტიტუციის 31-ე მუხლის მხარდამჭერთა არასანქცირებული აქციების ათობით წევრი. პოლიციის ცნობით, მოსკოვში, ტრიუმფულ მოედანზე 60-მდე ადამიანი დააკავეს. არარეგისტრირებული პარტია „სხვა რუსეთის“ პრესსამსახური იტყობინება, რომ დაკავებულთა შორის არის ედუარდ ლიმონოვიც. მისივე ცნობით, პოლიციის ავტობუსში სცემეს ტრიუმფულ მოედანზე დაკავებული სამი ქალი. პოლიცია უარყოფს ცნობას იმის თაობაზე, რომ სამედიცინო დახმარებაზე უარი ეთქვა ერთ-ერთ აქტივისტს, ვლადიმირ გლადიშევს, რომელსაც, ოპოზიციის თანახმად, დაკავებისას ნეკნი გაუტეხეს. ტვიტერით ვრცელდება ცნობა, რომ ხუთმა პოლიციელმა სასტიკად სცემა „სოლიდარობის“ აქტივისტი, დენის იუდინი. შაბათს სანქიცირებული საპროტესტო აქცია გაიმართა მურმანსკში. როგორც პოლიცია იტყობინება, ნიჟნი ნოვგოროდში გამართულ მიტინგზე არ დარღვეულა საზოგადოებრივი წესრიგი.
XS
SM
MD
LG