სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:52

ახალი ამბები

ბრიტანეთის პრესის თანახმად, გახსნილია აჰმად ზაკაევის მოკვლისთვის გამიზნული შეთქმულება

ტექსტის ზომა - +
01.04.2012
დიდი ბრიტანეთის გაზეთი „სანდი ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გახსნილია შეთქმულება, რომლის მიზანი იყო ჩეჩენ სეპარატისთა ერთ-ერთი ლიდერის, აჰმედ ზაკაევის მოკვლა ლონდონში. გაზეთის თანახმად, მის ხელთ არის სასამართლო დოკუმენტები, რომლებშიც საუბარია, რომ ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ინფორმაციით, ზაკაევის სიკვდილით დაინტერესებული შეიძლება იყოს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. კადიროვის პრესმდივანმა ალვი კარიმოვმა კვირას „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კატეგორიულად უარყო ბრიტანეთის პრესაში გამოჩენილი ვარაუდი. „სანდი ტელეგრაფის“ პუბლიკაციას წინ უსწრებდა ცნობა იმის თაობაზე, რომ 20 მარტს ლონდონში თავდასხმა განხორციელდა რუს ბანკირზე, გერმან გორბუნცოვზე. გორბუნცოვი დღემდე მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში რჩება.
01 აპრილი 2012
01 აპრილი 2012

კალენდარი