ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:12

ახალი ამბები

იემენში მეამბოხეთა ჯგუფი თავს დაესხა არმიის ბაზას და შვიდი ჯარისკაცი მოკლა

ტექსტის ზომა - +
01.04.2012
იემენში მეამბოხეთა ჯგუფი, რომელიც „ალ-ყაიდასთან“ არის დაკავშირებული, კვირას დილით თავს დაესხა არმიის ბაზას და მოკლა შვიდი ჯარისკაცი. ოფიციალური წყაროების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები ყაზარმაში მოკლეს, როცა მათ ეძინათ. ინციდენტი მოხდა აღმოსავლეთ იემენში, პროვინცია ჰადრამუტის შიბამის რაიონში. უკანასკნელ თვეებში იემენში გახშირდა მეამბოხეთა თავდასხმები. გასული წლის ანტისამთავრობო მანიფესტაციის პერიოდში და 2012 წლის თებერვალში პრეზიდენტის თანამდებობიდან ალი აბდალა სალეჰის გადადგომის შემდეგ არმიის გავლენა და მისი უსაფრთხოება საგრძნობლად შესუსტდა.
01 აპრილი 2012
01 აპრილი 2012

კალენდარი