ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 15:26

ახალი ამბები

სირიაში ბრძოლა მწვავდება დაზავებისათვის განსაზღვრული ვადის მოახლოებასთან ერთად

ტექსტის ზომა - +
05.04.2012
სირიის ჯარებმა ხუთშაბათს ინტენსიური საარტილერიო იერიშები მიიტანეს დამასკის გარეუბნებზე, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს. საქმე ეხება დედაქალაქთან ყველაზე მასშტაბურ ოპერაციებს მას შემდეგ, რაც სირიაში ერთი წლის წინ დაიწყო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. სირიის რამდენიმე სხვა რეგიონიდანაც ვრცელდება ცნობები მთავრობის ჯარების გააქტიურებულ თავდასხმებზე. სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმით, მთავრობის ჯარები 10 აპრილამდე უნდა გავიდნენ დასახლებებიდან. ანკარის მონაცემებით, მარტო ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1000-ზე მეტი ლტოლვილი გადავიდა სირიიდან თურქეთში, რის შედეგადაც 21 000-ს მიაღწია თურქეთის ტერიტორიაზე გადასული სირიელების რაოდენობამ.
05 აპრილი 2012
05 აპრილი 2012

კალენდარი