კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 08:36

ახალი ამბები

ივანიშვილი: უახლოეს ხანში შეიქმნება ბლოკი „ივანიშვილი-ქართული ოცნება“

ტექსტის ზომა - +
05.04.2012
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უახლოეს ხანში ჩამოყალიბდება პოლიტიკური ბლოკი "ივანიშვილი-ქართული ოცნება", რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თვით ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამის შესახებ მან განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე. ივანიშვილმა - ბიზნესმენმა და პოლიტიკურ კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა - აღნიშნა აგრეთვე, რომ 21 აპრილს დაფუძნდება პარტია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" და ამ პარტიის დაარსებიდან ცოტა ხანში ჩამოყალიბდება პოლიტიკური ბლოკიც. ივანიშვილმა  აღნიშნა, რომ პარტიას აყალიბებს როგორც საქართველოს მოქალაქე.
05 აპრილი 2012
05 აპრილი 2012

კალენდარი