კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:34

ახალი ამბები

ავღანეთში აფეთქებებმა 17 ადამიანი შეიწირა

ტექსტის ზომა - +
10.04.2012
ავღანეთის სამხრეთში, ჰილმანდის პროვინციაში, პოლიციის განყოფილებაზე თვითმკვლელის თავდასხმისას რვა პოლიციელი დაიხოცა. პოლიციის ცნობით, ერთი თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს, მეორემ მოასწრო ბომბის აფეთქება. ქვეყნის დასავლეთში, ჰერათის პროვინციპაში, ადგილობრივი მმართველობის შენობაზე თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე, ცხრა პირი, დაშავდა ოცი ადამიანი. ჰერათის პროვინცია ავღანეთის  შედარებით მშვიდ არეალად ითვლება.
10 აპრილი 2012
10 აპრილი 2012

კალენდარი