შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:21

ახალი ამბები

ავღანეთში ამ ქვეყნის არმიის ფორმიანმა პირმა ნატოელი სამხედრო მოკლა

ტექსტის ზომა - +
26.04.2012
ავღანეთში ნატოს ჯარის მეთაურობით მოქმედი ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს ავღანეთის არმიის ფორმიანმა კაცმა მოკლა საერთაშორისო ჯარის სამხედრო. ცნობით, თავდამსხმელი საპასუხო ცეცხლით მოკლეს. ვაშინგტონში, პენტაგონმა გამოაცხადა, რომ მოკლული სამხედრო მისი ჯარიკაცია. ინციდენტის, რომელიც 25 აპრილს მოხდა, სხვა დეტალები უცნობია. მომხდარს იძიებენ. ამ თავდასხმის მსგავსი შემთხვევები გახშირდა მას მერე, რაც 16 ავღანელი მოქალაქე დახოცა აშშ-ის სამხედრომ და ბაღრამის ბაზაზე  ყურანები დაწვეს შემთხვევით.
26 აპრილი 2012
26 აპრილი 2012

კალენდარი