შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:23

ახალი ამბები

„ამნესტი“ ევროკავშირს მოუწოდებს კოსოვოში სამხედრო დანაშაულების გამოძიებისაკენ

ტექსტის ზომა - +
26.04.2012
ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია  „ამნესტი ინტერნეიშნალი“ ევროკავშირს მოუწოდებს, მეტ ზომას მიმართოს კოსოვოში 1999 წელს ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად. „ამნესტი“ ევროკავშირს მოუწოდებს ასევე, კოსოვოში გააგზავნოს მეტი პოლიციელი, პროკურორი და მოსამართლე, ამჟამად მოქმედი მისიის (EULEX ) გასაძლიერებლად. ორგანიზაციის შეფასებით, მეტი უნდა გაკეთდეს კოსოვოში ომის შემდეგ სერბების, ბოშების და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამოსაძიებლადაც. ნატომ თითქმის 13 წლის წინ განდევნა სერბიის ჯარები კოსოვოდან.
26 აპრილი 2012
26 აპრილი 2012

კალენდარი