Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში 103 ადამიანი დაიღუპა ბორნის გადატრიალების შედეგად


პოლიციის ცნობით, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ავარია განიცადა ბორანმა, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 103 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 100-მდე პირი. ასამის შტატის პოლიციის უცროსის ინფორმაციით, მოხერხდა 100-მდე ადამიანის გადარჩენა. ავარია ორშაბათს საღამოს მოხდა მდინარე ბრაჰმაპუტრაზე. სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ პოლიციელები და გასამხედროებული შენაერთების წევრებიც.
XS
SM
MD
LG