შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:12

ახალი ამბები

გაერო ირანს აფრთხილებს

ტექსტის ზომა - +
03.05.2012
გაეროს უშიშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა გააძლიერეს ზეწოლა ირანზე მისი ბირთვული პროგრამის  თაობაზე  საერთაშორისო შეშფოთების  გამო.  აშშ-მა, რუსეთმა,  ჩინეთმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც მოუწოდებენ თეირანს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მოლაპარაკებაში წინსვლის მიზნით. ისინი ირანზე ზეწოლას ახდენენ, დაუშვას საერთოშირისო ატომური სააგენტო შესაბმის ბირთვულ ობიექტებზე  და  მიაწოდოს მას ინფორმაცია. ირანმა და გაეროს უშიშიროების საბჭოს ამ წევრებმა, ასევე გერმიანიამ, აპრილში გაახლეს მოლაპარაკება სტამბოლში. შემდეგი რაუნდი ბაღდადში გაიმართება, მაისის ბოლოსთვის.  თეირანმა ოთხშაბათს განაცხადა, ბაღდადში რომ შეეცდება მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას.
03 მაისი 2012
03 მაისი 2012

კალენდარი