პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:05

ახალი ამბები

თურქეთის პრემიერი სირიელ ლტოლვილებს შეხვდა

ტექსტის ზომა - +
06.05.2012
თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეფ თაიფ ერდოანი კვირას თურქეთის პროვინცია ქილისში, სირიასთან საზღვართან ერთ კილომეტრში მდებარე  სირიიდან ლტოლვილების ბანაკში მივიდა.  ასობით იძულებით ადგილნაცვალ პირთა წინაშე გამოსვლისას, ერდოანმა რწმენა გამოთქვა, რომ  სირიის ოპოზიციის გამარჯვება ახლოსაა. "ჩვენი ამოცანააა შევაჩეროთ სისხლისღვრა", თქვა ერდოანმა, რომლის  გამოსვლას ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. ერდოანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში ადამიანების დახოცვაში სირიის მთავრობას ადანაშაულებს.  ამ ქვეყანაში ძალადობა გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს შუამავალობით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად.
06 მაისი 2012
06 მაისი 2012

კალენდარი