ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:12

ახალი ამბები

ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცები მოკლეს პოლიციელის ფორმიანმა პირებმა

ტექსტის ზომა - +
12.05.2012
ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) განცხადებით, შაბათს მისი ორი ჯარისკაცი მოკლეს ავღანელი პოლიციელების ფორმიანმა თავდამსხმელებმა. ISAF-ის განცხადება არ მოიცავს ინფორმაციას დაღუპულთა ეროვნებაზე. ჯერ უცნობია, თავდამსხმელები მართლაც ავღანელი პოლიციელები იყვნენ, თუ მათს ფორმაში ჩაცმული მეამბოხეები. ინციდენტი მოხდა სამხრეთ ავღანეთში. ასევე შაბათს ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბაზაზე, სადაც მათ ორმა ავღანელმა პოლიციელმა ესროლა.
12 მაისი 2012
12 მაისი 2012

კალენდარი