პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:23

ახალი ამბები

უკრაინელი ბიზნესმენი აპირებს ბათუმის „დინამოს“ ყიდვას

ტექსტის ზომა - +
13.05.2012
უკრაინელი მილიარდერი, ლვოვის საფეხბურთო კლუბ „კარპატის“ ყოფილი მფლობელი, პიოტრ დიმინსკი აპირებს ბათუმის „დინამოს“ შეძენას. უკრაინის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უკრაინელი ბიზნესმენის ინტერესს, საფეხბურთო კლუბთან ერთად, იწვევს აჭარის საკურორტო ბიზნესი. როგორც იუწყებიან, ბათუმის „დინამოს“ ბიუჯეტი ამჟამად შეადგენს 700 000 ლარს და ახალი მფლობელი აპირებს მის გაზრდას ორიდან სამი მილიონ ლარამდე. ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ადასტურებს უცხოელთა დაინტერესებას კლუბის შეძენით და აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება.
13 მაისი 2012
13 მაისი 2012

კალენდარი