შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:52

ახალი ამბები

ევროპის კავშირის ლიდერებს არ სურთ საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს

ტექსტის ზომა - +
24.05.2012
ევროპის კავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ საბეძნეთის ევროზონაში დარჩენა, თუმცა გაიმეორეს თავიანთი გაფრთხილება, რომ ვალებში ჩაფლულმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს დანაპირები და გაატაროს რეფორმები.  ბრიუსელში დღეს დასრულებული შეხვედრის მონაწილეებმა, 27 სახელმწიფოს ლიდერებმა იმსჯელეს, უნდა იყოს თუ არა მომჭირენობის პროგრამები  კრიზისიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება.  შეხვედრაზე დომინირებდა შიში, რომ საბერძნეთი ვერ შეასრულებს დაპირებებს და დატოვებს ევროზონას.  გავრცელდა ცნობები, რომ ევროზონის დანარჩენმა 16-მა ქვეყანამ შეიმუშავა საბერძნეთის წასვლის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. ევროს კურსი დაეცა ბოლო  22 თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულზე.
24 მაისი 2012
24 მაისი 2012

კალენდარი