შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:48

ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები ემხრობიან პაკისტანისათვის დახმარების შემცირებას

ტექსტის ზომა - +
24.05.2012
ამერიკელი სენატორები მხარს უჭერენ პაკისტანისათვის დახმარების შემცირებას მას შემდეგ, რაც იქ სასამართლომ 33 წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც შეერთებულ შტატებს დაეხმარა პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის მოძებნაში. მსჯავრდებულმა - პროფესიით ექიმმა, შაკილ აფრიდიმ - პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ჩაატარა ვაქცინაციის ფიქტიური პროგრამა, რომელიც დაეხმარა შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენაში. ამ ინფორმაციის მოპოვებას მოჰყვა ამერიკელების მიერ გასული წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მოკლეს ალ-ყაიდის ლიდერი. დღეს, შეერთებული შტატების სენატის ასიგნირების კომიტეტში გამართულ კენჭისყრაზე, ამ კომიტეტის 30-ვე წევრი მიემხრო პაკისტანისთვის განკუთვნილი დახმარების 33 მილიონი დოლარით შემცირებას. ეს ნიშნავს, რომ შაკილ აფრიდისთვის მისჯილი პატიმრობის თითოეული წელი პაკისტანს შესაძლოა დაუჯდეს ამერიკისაგან მილიონიანი დახმარების დაკარგვად.
24 მაისი 2012
24 მაისი 2012

კალენდარი