პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:17

ახალი ამბები

სერბიის პრეზიდენტი შესაძლებლად მიიჩნევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვას

ტექსტის ზომა - +
27.05.2012
სერბიამ, შესაძლოა, განიხილოს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების საკითხი. ამის შესახებ სერბიის ახალმა პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა 26 მაისს განუცხადა რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ . ნიკოლიჩმა დასძინა, რომ კოსოვოსა და აფხაზეთს შორის დიდი განსხვავებაა. „აქ დიდი სტატუსობრივი განსხვავებაა. თუ თქვენ პატივს სცემთ საერთაშორისო სამართალს, მაშინ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეიძლება იყვნენ დამოუკიდებელნი, კოსოვო და მიტოხია კი -არა“, - აღნიშნა სერბიის პრეზიდენტმა. ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, დავითაია არ ფიქრობს, რომ სერბია მიიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას.
27 მაისი 2012
27 მაისი 2012

კალენდარი