შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:40

ახალი ამბები

ეგვიპტე საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ელის

ტექსტის ზომა - +
28.05.2012
ეგვიპტის მოქალაქეები ელიან გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ოფიციალურ შედეგებს.  წინასწარი არაოფიციალური შედეგებით, „მუსლიმთა საძმოს“  კანდიდატი, მოჰამედ მორსი და დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის პერიოდში ბოლო პრემიერ-მინისტრი, აჰმედ შაფიყი იმარჯვებენ. ეს ორი კანდიდატი შეიძლება დაუპირისპირდეს ერთმანეთს მეორე ტურში, 16-17 ივნისს. მორსიმ და შაფიყიმ მესამე კანდიდატთან, მემარცხენე ალ-კარამაჰის პარტიის წარმომადგენელ ჰადმინ შაბანისთან ერთად უკვე შეიტანეს საჩივრები დარღვევების გამო. პირველ ოფიციალურ შედეგებს დღეს, ან ხვალ მოელიან.
28 მაისი 2012
28 მაისი 2012

კალენდარი