Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია გალში ძალადობით


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს 28 მაისს გალში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის გამო. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც სადამკვირვებლო მისიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა გალში სროლის შედეგად ორი პოლიციელის და ერთი სამოქალაქო პირის დაღუპვასთან დაკავშირებით. ამავე ტექსტში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოთქვამს მზადყოფნას, უზრუნველყოს ნებისმიერი სახის აუცილებელი დახმარება, მაგალითად, გააგზავნოს ფაქტების მოკვლევის ჯგუფი. ორშაბათს სააგენტო "აფსნიპრესმა" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ გალის ერთ-ერთ კაფეში შეიჭრა ორი პირი, რომლებმაც ავტომატური იარაღიდან უმისამართო სროლა დაიწყეს და შემდეგ დანაშაულის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ. ამავე წყაროს ცნობით, დაიღუპა გალის მილიციის ორი თანამშრომელი და სოფელ ნაბაკევის მკვიდრი მამაკაცი.
XS
SM
MD
LG