Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ცეცხლი წაუკიდეს პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბბინას


ეგვიპტიდან ვრცელდება ცნობები, რომ ორშაბათს კაიროში ადამიანთა ჯგუფმა ჯერ გაძარცვა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა პრეზიდენტობის კანდიდატ აჰმედ შაფიკის შტაბბინას. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. ეს თავდასხმა მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ეგვიპტის საარჩევნო უწყებამ გამოაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ორი კანდიდატის ვინაობა. 16-17 ივნისს დაგეგმილ მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ ”მუსლიმთა საძმოს” კანდიდატი მოჰამედ მორსი და აჰმედ შაფიკი, რომელიც პრეზიდენტ მუბარაქის დროს ბოლო პრემიერ-მინისტრი იყო. ბევრი ეგვიპტელი შიშობს, რომ შაფიკის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.
XS
SM
MD
LG