ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 18:49

ახალი ამბები

სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა

29.05.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლების გამო, სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა 60-მდე თანამშრომელმა. მათი ინფორმაციით, ცენტრის დანარჩენი სპეციალისტები საჯარო სკოლებში მიმდინარე გამოცდების გამო რეგიონებში იმყოფებიან და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ. მათ, ვინც გადაწყვეტილება უკვე მიიღო, დღეს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კატეგორიულად მიუღებელია მაია მიმინოშვილის გათავისუფლება და სრულიად ბუნდოვანია ოფიციალურად დასახელებული მიზეზი -  განათლების სამინისტროს პოლიტიკასთან მიმინოშვილის პირადი პოზიციის  პრინციპული შეუთავსებლობა. განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ 28 მაისს საღამოს განათლების მინისტრთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა ვერ დაასახელა ვერცერთი არგუმენტი, თუ კონკრეტულად რით გამოიხატება შეუთავსებლობა და არსებითად მხოლოდ ის თქვა, რომ მისი უფლებამოსილება იყო მაია მიმინოშვილის გათავისუფლება, რასაც არგუმენტირება არ სჭირდება. ”ბატონ მინისტრს სინამდვილეში პრინციპული შეუთავსებლობა აქვს არა მარტო მაია მიმინოშვილთან, არამედ ცენტრის თანამშრომლებთანაც და აღნიშნულ პირობებში შეუძლებლად გვესახება ჩვენი მოვალეობების სათანადოდ შესრულება”, - ნათქვამია განცხადებაში. თანამშრომლები, რომლებმაც  გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, აღნიშნავენ, რომ მზად არიან კანონის შესაბამისად შემცვლელებს გადასცენ მონაცემთა ბაზა და შეფასების კრიტერიუმები. ამასთან, ისინი საჭიროდ მიიჩნევენ, რომ მინისტრმა შაშკინმა საჯაროდ განუმარტოს საზოგადოებას, რატომ გახდა საჭირო მიმინოშვილის გათავისუფლება 28 მაისს და არა ორი თვით ადრე, ან გვიან. განცხადების ხელმომწერთა შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება მინისტრმა უარყოს, რომ მისი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო იყო და დაისმება დიმიტრი შაშკინის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი.
29 მაისი 2012
29 მაისი 2012

კალენდარი

ორსმოთხთპრშბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

სხვა მასალები

სატელეკომუნიკაციო ინდიკატორები უმჯობესდება

საქართველოს საერთაშორისო რეიტინგი ტელეკომუნიკაციების განვითარების კუთხით რამდენიმე პუნქტით გაუმჯობესდა - ამის შესახებ საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელმა განაცხადა.
გაგრძელება

ახალი საფიქრალი ახალგორელებისთვის - რა იქნება მომავალი წლიდან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ახალგორის მიმართულებით გადასაადგილებელი საშვების გაცემა თითქმის დაასრულა.
გაგრძელება

აუდიო „გასაღების“ ძებნაში დაკარგული კვირა

გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა, რამაც უკიდურესად დაძაბა ვითარება პრემიერ-მინიტრ ღარიბაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული